ზამთრის ფაზა

წელიწადის “ზამთრის ფაზა” (ანუ ზამთრის სეზონი) არის თქვენი შესაძლებლობა, რომ მოიკრიბოთ ძალა და წელი იმაზე წარმატებულად დაასრულოთ, ვიდრე დაიწყეთ. მიმდინარე, 2024 წლის დასრულებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა, ამიტომ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, განიცადოთ პროგრესი.
რას ნიშნავს ზამთრის ფაზა?
ეს არის ის პერიოდი, როდესაც მთელი წლის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გამოწვევებს თვალს ვუსწორებთ. ოქტომბრის თვიდან იანვრამდე ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს მყარი, გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბება. ეს არ მოიცავს მხოლოდ „ახალი წელი, ახალი მე“ მიდგომას, არამედ ეხება აქ და ახლა დაწყებას, იმისათვის, რომ თავიდანვე ძლიერი საფუძველი შექმნათ წარმატებისთვის.
როგორ დავიწყოთ?
ერთადერთი დაურღვეველი წესი არის დისციპლინა და თანმიმდევრულობა, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. გსურთ უკეთესი ფორმის მიღწევა, ჯანსაღი კვება ან პირადი ჩვევების გაუმჯობესება? მთავარი გასაღები არის მიზანმიმართულობა, რეალისტურობა და კონკრეტულობა. შექმენით რუტინა, რომელიც თქვენს ინტერესებს ემსახურება, და ყოველდღიურად მიჰყვეთ მას. გახსოვდეთ, მცირე გამარჯვებები დროთა განმავლობაში დიდ ცვლილებებს იწვევს.
მარტივი რჩევები ზამთრის ფაზამდე მისასვლელად:
გახადეთ მიზნები ნათელი და მიღწევადი
დაიწყეთ მცირე, მარტივად მართვადი მიზნებით, რომლებიც მოტივაციად გარდაიქმნება და თანდათან გაზრდიან პროგრესის ტემპს. მთლიანად თქვენი რუტინის გადაკეთების ნაცვლად, კონცენტრირდით ერთ ან ორ მთავარ სფეროზე, რომლების გაუმჯობესებასაც ისურვებდით.
დაიწყეთ დილა წესრიგით
სტაბილური დილის რუტინა განსაზღვრავს მთელი დღის ტემპს. სცადეთ ყოველდღე ერთი და იმავე დროს გაღვიძება და დილა დაიწყეთ ისეთი აქტივობებით, რომლებიც ენერგიას მოგცემთ და კონცენტრაციაში დაგეხმარებათ.
გაიღვიძეთ ჩვეულზე 30 წუთით ადრე, რათა თქვენი დღე მიზანმიმართულად დაიწყოთ. ამ ჩვევის ხანგრძლივი დროის განმეორების შემთხვევაში შეძლებთ კიდევ უფრო ადრე გაღვიძებას.
იაქტიურეთ, გადადით ფიზიკურ დატვირთვაზე
იპოვეთ ისეთი აქტივობა, რომლითაც გაერთობით. საუკეთესო გზა ფიზიკური ვარჯიშის შესახებ თანმიმდევრულობის შენარჩუნებისთვის არის იმის არჩევა, რაც სიამოვნებას განიჭებთ – იქნება ეს სიარული, ვარჯიში, თუ რაიმე სხვა. სცადეთ კვირაში 4-5-ჯერ მაინც 30 წუთი მოძრაობას დაუთმოთ.ვარჯიშის ხანგრძლივობა შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ, როგორც კი თანმიმდევრულობას მიაღწევთ.
დაიწყეთ კვების რეჟიმის მოწესრიგება
გადახედეთ თქვენს რაციონს: კონცენტრირდით დღეში ერთი კერძის გაჯანსაღებაზე, მაგალითად როგორიცაა ჯანმრთელი საუზმე ან ლანჩის მომზადება წინასწარ, და შემდეგ ადვილად შეძლებთ მთელი დღის კვების რეჟიმის გაუმჯობესებას. კვებაში დაამატეთ მსუბუქი ცილები და ბოსტნეული.
დაიწესეთ ძილის რეჟიმი
ძილის ფაზა მნიშვნელოვანია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. დაძინებამდე 30 წუთით ადრე დაიწყეთ სხეულისა და გონების განტვირთვა. დაიწესეთ რეგულარული დრო ძილისთვის და მოერიდეთ ეკრანებს, რათა გაიუმჯობესოთ მისი ხარისხი.
ავარჯიშეთ ცნობიერება
გონებისა და ცნობიერების გავარჯიშება დაგეხმარებათ სტრესის მართვაში და აწმყოზე კონცენტრირებაში. გამოყავით დრო საკუთარი თავის შეცნობისთვის. დრო დაუთმეთ ისეთ აქტივოებს, როგორებიცაა მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები თუ დღიურის წერა. გამოყავით 10 წუთი ყოველდღიურად ამ ვარჯიშებისთვის. ეს დრო დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში და სტრესის შემცირებაში.
აკონტროლეთ პროგრესი
აწარმოეთ ყოველდღიური ან ყოველკვირეული ჩანაწერები თქვენი წარმატების შესახებ. შეგიძლიათ გამოიყენოთ დღიური, სპეციალური აპლიკაცია ან კალენდარი, რომ უკეთ გააკონტროლოთ თქვენი ჩვევები და არ დაკარგოთ მოტივაცია.
ჩამოწერეთ თქვენი მიღწევები ყოველ დღე, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად პატარაა ისინი. ყოველ კვირას, საჭიროების მიხედვით, გადახედეთ თქვენს მიზნებს და განაახლეთ ისინი.