რჩევები

5 საკვები, რომელიც ვარჯიშის წინ ენერგიას შეგმატებთ 

ნაყოფიერი ვარჯიში იწყება არა მხოლოდ სწორი პროგრამითა და მოტივაციით, არამედ სწორი კვებითაც. ის, რასაც ვარჯიშის წინ მიირთმევთ, გავლენას ახდენს თქვენს ენერგიაზე, გამძლეობასა და შედეგებზე. გთავაზობთ 5 იდეალურ კერძს Fit Meal-ის მენიუდან, რომელიც თქვენს სხეულს ვარჯიშისთვის საჭირო ნუტრიენტებით მოამარაგებს.

1. პასტა ქათმის სტეიკით და მარწყვის სოუსით

ვარჯიშამდე ნელი ნახშირწყლების მიღება სხეულს ენერგიის დიდ ხანს შენარჩუნებაში ეხმარება. პასტა იდეალური ვარიანტია ამ მიზნისთვის. ქათმის სტეიკი კი მოგაწოდებთ ცილებს, რომელიც კუნთის საშენი მასალაა. მარწყვის სოუსი დამატებით ანტიოქსიდანტებსა და გემოს სძენს ამ კერძს.

2. ქათმის სლაისები ბატატით და ისპანახით ტკბილ-მჟავე სოუსში

ბატატი ენერგიის ბუნებრივი და მდგრადი წყაროა. ისპანახი სავსეა რკინითა და ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს სისხლის ჟანგბადით გამდიდრებას, ხოლო ქათამი ცილებით უზრუნველყოფს კუნთების მომარაგებას.

3. კვერცხის მაფინები ყველით, პესტოს სოუსით და სტაფილოს სალათით

ეს კერძი სწრაფად ასათვისებელ ცილებსა და ცხიმებს გაწვდით. კვერცხი და ყველი კუნთების გამძლეობას აძლიერებს, პესტოს სოუსი კი ენერგიას შეგმატებთ. სტაფილოს სალათი ვიტამინებისა და ბოჭკოების წყაროა, რაც ორგანიზმს დაბალანსებული მუშაობისთვის სჭირდება.

4. მოხარშული კვერცხის პოკე

მსუბუქი და ნოყიერი კერძი, რომელიც მარტივად ასათვისებელი ცილით გამოირჩევა. კვერცხის ცილის ათვისება 99%-ით ხდება. ეს ვარიანტი იდეალურია მათთვის, ვისაც მსუბუქი და ეფექტური კვება სურს ვარჯიშამდე, კუჭის გადატვირთვის გარეშე.

5. ხილი

თუ ვარჯიშამდე დრო ცოტა გაქვთ, ხილი, მაგალითად ბანანი ან კენკრა, თქვენი საუკეთესო მეგობარია. ის სწრაფად ასათვისებელი შაქრების წყაროა, რაც ენერგიის მომენტალურ მატებას უზრუნველყოფს.

როგორ მივირთვათ ვარჯიშის წინ?

კვება ვარჯიშამდე მინიმუმ 30-60 წუთით ადრეა რეკომენდირებული, რათა სხეულმა საკვები ენერგიად გარდაქმნას. მნიშვნელოვანია რაოდენობა ზომიერად შეარჩიოთ, ვარჯიშის დროს თავი მსუბუქად და კომფორტულად რომ იგრძნოთ.

Fit Meal-ის მენიუში მარტივად იპოვით კერძებს, რომლებიც თქვენს ფიტნეს მიზნებს შეესაბამება. ისარგებლეთ ჩვენ მიერ შერჩეული კვების რაციონით და ნახეთ, როგორ გაიზრდება ვარჯიშის ეფექტურობა!

გაიმარტივე გზა ჯანმრთელობისკენ Fit Meal-თან ერთად!